„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუწყდება.

აღნიშნულის მიზეზია 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით „ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოების განხორციელება“.

„საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20 კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების ( შეჭრის) სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.

ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

გარდა ამისა, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლად აშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს. აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაოების დასრულება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას, გაზსადენის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება. მილსადენები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით ააშენა. პროექტები გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანი ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და მეტი დასახლების გაზიფიცირების ხელშეწყობაა.

მსგავსი მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის პროექტების განხორციელება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას არ გულისხმობს. პროცესს წინ უძღვის კომპლექსური ტექნიკური მომზადება, საინჟინრო გადაწყვეტების დამუშავება და შესაბამისი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სამუშაოების თარიღი განისაზღვრა აუცილებელი ტექნიკური და მოსამზადებელი პროცესების გათვალისწინებით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვის პერიოდში მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.