კესტუტის ბუდრისი - კატეგორიულად უარვყოფთ ცრუ ბრალდებებს კალინინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმაში ლიეტუვის მონაწილეობის შესახებ

კესტუტის ბუდრისი - კატეგორიულად უარვყოფთ ცრუ ბრალდებებს კალინინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმაში ლიეტუვის მონაწილეობის შესახებ

ლიეტუვის ხელისუფლება კალინინგრადის ოლქზე, კერძოდ, ქალაქ ბალტიისკზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქზე დრონით თავდასხმაში ლიეტუვის მონაწილეობის შესახებ”, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ლიეტუვის რესპუბლიკას არასდროს გაუცია ნებართვა რუსეთის ფედერაციაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის, მათ შორის, მოცემულ შემთხვევაშიც.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კალინინგრადის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. თვითმხილველების განცხადებით, ისმოდა განგაშის სირენები და აფეთქებების ხმა.

უკრაინული OSINT-არხების ინფორმაციით, საპორტო ქალაქ ბალტიისკში, სადაც რუსეთის ბალტიის ფლოტის მთავარი ბაზა მდებარეობს, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.