ირაკლი კუპრაძე - დღეს არის გლოვის დღე, ეს უნდა იყოს ჩუმი სამძიმარი და გლოვა, რა დროსაც გონებაში უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მომავალში საკუთარი თავი და საზოგადოება მსგავსი ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ საქართველოს მოქალაქეების, დაღუპულების ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების მიმართ სამძიმარს გამოხატავს, - ამის შესახებ ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოწყობილ მემორიალთან მისულმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძემ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე უნდა იყოს ჩუმი გლოვის დღე, როდესაც იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ მომავალში როგორ უნდა შევძლოთ მსგავსი ტრაგედიებისაგან თავის დაზღვევა.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ საქართველოს მოქალაქეების, დაღუპულების ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების მიმართ სამძიმარს გამოხატავს.
დღეს არის გლოვის დღე და მხოლოდ სამძიმრით შემოვიფარგლებით, ეს უნდა იყოს ჩუმი სამძიმარი და გლოვა, რა დროსაც გონებაში უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მომავალში საკუთარი თავი და საზოგადოება მსგავსი ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ.
დღეს გლოვის დღეა და მხოლოდ ამ გლოვის ფარგლებში ვიმყოფებით აქ. მათ შორის, გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე დაღუპულ მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

























