მედია - გერმანიამ ლიეტუვაში ჯარების გაგზავნის გეგმა შეცვალა და რუსეთის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად, ტანკები Grand Eagle 26 წვრთნებისთვის არა პოლონეთის გავლით, არამედ რკინიგზის საშუალებით გაიგზავნა

მედია - გერმანიამ ლიეტუვაში ჯარების გაგზავნის გეგმა შეცვალა და რუსეთის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად, ტანკები Grand Eagle 26  წვრთნებისთვის არა პოლონეთის გავლით, არამედ რკინიგზის საშუალებით გაიგზავნა

გერმანიამ ლიეტუვაში ჯარების გაგზავნის გეგმა შეცვალა და რუსეთის პროვოცირების თავიდან ასაცილებლად, ტანკები Grand Eagle 26 წვრთნებისთვის არა პოლონეთის გავლით, არამედ რკინიგზის საშუალებით გაიგზავნა.

მედიის ინფორმაციით, არსებობდა შეშფოთება, რომ შესაძლებელი იყო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისკენ მიმავალი გერმანული ტანკების კოლონების ხილვა რუსეთის პროვოცირება გამოეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნატო-ს შიგნით კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

წყაროების განცხადებით, ბელარუსის საზღვართან, ბალტიის ქვეყნების მიმართულებით მოძრავი გერმანული ტანკების ამსახველი ფოტოები ვლადიმერ პუტინისთვის პროპაგანდისტული საჩუქარი იქნებოდა.

ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი რეალური ომისთვის მოსამზადებელ წვრთნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად ატარებს. მისი თქმით, პროცედურები მუდმივად გადაიხედება, რათა განისაზღვროს შეკავების სათანადო დონე და თავიდან აიცილონ არასაჭირო პროვოკაციები.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ტრანსპორტირების ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლაში უჩვეულო არაფერია. უწყების განმარტებით, ასეთი ცვლილების პრაქტიკაში გავარჯიშება აუცილებელია, რადგან რეალური საგანგებო ვითარების დროსაც შესაძლებელი უნდა იყოს მისი განხორციელება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთის გავლით გადაადგილდებოდა 2 000-ზე მეტი გერმანელი სამხედრო, დაახლოებით 50 მუხლუხოიანი სამხედრო ტექნიკა და 650 ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება. გამოცემა Bild-ის მონაცემებით კი, წვრთნებში დაახლოებით 1 800 სამხედრო და 750-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობს.