ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ არასამთავრობო ორგანიზაცია ~ადამიანის უფლებათა ცენტრიდან~ აცნობეს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმებმა შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორები დაათვალიერეს. ექიმების თქმით, პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ყველაზე რთული ვითარება კი, რეგიონების იზოლატორებშია. ~რეგიონულ იზოლატორებში არ არის საპირფარეშო, საკნებში ჩამოდის წყალი, ჩამსხვრეულია მინები ან საერთოდ არ არსებობს ფანჯრები, არ არის ნარები და პატიმრებს ბეტონის იატაკზე უწევთ დაძინება. პრობლემაა მათი კვებაც. მძიმე პირობები განსაკუთრებით აუტანელია ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირებისთვის, რომლებსაც 30 დღემდე უწევთ იზოლატორებში ცხოვრება. იმის გამო, რომ საკნებში ვირთხები, ბაღლინჯოები, რწყილები და სხვა პარაზიტებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი-ეპიდემიოლოგები ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელებას ვარაუდობენ~,-აღნიშნეს ორგანიზაციაში.ეპიდემიოლოგები თინა წვერიკმაზაშვილი, ლალი ბაცანაძე და მარინა კაპანაძე ამბობენ, რომ მათ მიერ დათვალიერებულ იზოლატორებში ყველა პირობაა, ეომ ადამიანი გადამდები დაავადებებით დაავადდეს. გარდა ამისა, შესაძლებელია ადამიანს სიბნელისგან მხედველაობა დაერღვეს ან ფსიქიური აშლილობა განუვითარდეს. ~საკნები ვირთხებით, ბაღლინჯოებით, რწყილებითა და სხვა მწერებით არის სავსე. მღნელები კი მრავალი ინფექციური დაავადების გადამტანები არიან: მაგალითად, ცოფი, ლეპტოსპიროზი, ლეიშმანიოზი და ა.შ, რამაც, შესაძლებელია, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. იყო შემთხვევები, როდესაც იზოლატორში მოთავსებულ პატიმართაგან ერთი ვირთხამ დაკბინა, ერთი ტუბერკულოზით დაავადდა, ხოლო ერთს ფსიქიური აშლილობა განუვითარდა~,-აღნიშნეს ორგანიზაციაში.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში იზოლატორში მყოფ პატიმართა საერთო რაოდენობა 10 ათასს აღემატება.ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ~ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ირღვევა კანონი პატიმრობის შესახებ. ორგანიზაცია საქართველოს შს სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.