კომპანია “სითი-პარკი” დედაქალაქში პარკირების ახალი წესების ამოქმედებას იწყებს.
;როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ აღნიშნულ კომპანიაში განუცხადეს, პარკირების ადგილები დახაზულია თეთრად, სადაც დამონტაჟებილია პარკირების საერთაშორისო ნიშანი – P. პარკირების ადგილებში ნახაზის და ნიშნის მიხედვით არსებობს; დგომის 3 მეთოდი: მართებული, პარალელური და 45 გრადუსიანი.
;რაც შეეხება გადახდის წესებს, ~სითი-პარკი~ ავტოსადგომზე გაჩერებულ მძღოლებს ფულის გადახდის სამ მეთოდს სთავაზობს: მობილური ბარათით, გადასაფხეკი ბარათი და პარკომეტრით. მძღოლები დგომის საფასურს საათების მიხედვით წინასწარ გადაიხდიან. Aარ შეიცვლება პარკირების საფასური და ზონების მიხედვით 1 საათი 20 თეთრი, 50 თეთრი და 1 ლარი ეღირება.
;დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლები 10 ლარით დაჯარიმდებიან. აკრძალულ ზონაში მანქანის დატოვების შემთხვევაში, კი ევაკუატორი მათ სპეციალურ, დაცულ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანს. მძღოლები ინფორმაციას ევაკუირებული ავტომობილის მდებარეობის შესახებ ~სითი-პარკის~ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღებენ. ავტომობილის გამოსაყვანად მძღოლები 10-ლარიან ჯარიმას და ევაკუაციის ღირებულებას - 60 ლარს გადაიხდიან.
;ავტოსადგომებს სპეციალურ ფორმებში ჩაცმული პარკინგ-ინსპექტორები გააკონტროლებენ. პარკირების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძღოლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დააჯარიმებენ. ჯარიმებს მძღოლები უკანონო პარკირების ხანგრძლივობის მიხედვით, 20 ლარიდან 100 ლარამდე გადაიხდიან.
;ჯარიმის შემოწმება მძღოლებს ~სითი-პარკის~ ვებ-გვერდზე;; მანქანის სანომრე ნიშნის შეყვანით შეეძლებათ.
;მძღოლებისთვის იარსებებს შეღავათებიც. კერძოდ, მძღოლები, რომლებიც ფასიანი პარკირების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ახლომდებარე სადგომზე ავტომანქანის გასაჩერებელ 1-წლიან საშვებს მიიღებენ, რომელიც 12 ლარი ღირს. საშვის მფლობელებს ავტომობილის პარკირება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ღამის საათებში - 19:00-დან 10:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ. შაბათ-კვირას და ეროვნულ დღესასწაულებზე, კი - მთელი დღის განმავლობაში. უფასო საშვები რაიონულ გამგეობებში გაიცემა, მძღოლის პირადობისა და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობების წარდგენის შემდეგ.
;2007 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერიაში პარკირების მართვის უფლებისათვის გამართულ აუქციონზე შ.პ.ს “ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა” გაიმარჯვა, რის შემდეგაც დაარსდა კომპანია ჩთ PAღK-ი. კომპანიას თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15-წლიანი იჯარით გადაეცა.
;აღნიშნული წესების ამოქმედებასა და ვადებზე, კომპანიის წარმომადგენლები ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
;
;
;
;
;
;