საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც უკრაინაში მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ძალაში 17 მაისს შევა

მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში „უკრაინის ხმა“ გამოქვეყნდა და იგი ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონი, რომელიც მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ძალაში 17 მაისს შევა.

შეგახსენებთ, მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. გუშინ, კანონპროექტს ხელი ჯერ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერა, ხოლო შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება