This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს იყო „ჰეზბოლას“ მიერ ხაიფაზე განხორციელებული ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა ომის დაწყების შემდეგ.
თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა რაკეტების ნაწილმა ქალაქში სახლები დააზიანა.
მედიკოსების თქმით, თავდასხმის შედეგად 70-წლამდე ქალი დაშავდა.