დედამიწაზე დღეს მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწაზე დღეს მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

დედამიწაზე დღეს მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. სპეციალისტების ინფორმაციით, ამის მიზეზი მზეზე მომხდარი ორი აფეთქებაა.

რადიოტალღების გავრცელებისა და მაგნიტიზმის ინსტიტუტის პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაშის ინფორმაციით, მზიდან მომავალი პროტონების დიდი ნაკადი უკვე დაფიქსირდა, თუმცა, ის საშიში დონის ჯერ კიდევ არ არის.

თუმცა, გაიდაშის თქმით, მზის პლაზმის დიდი ნაკადი რამდენიმე დღეში დედამიწამდე მოაღწევს, ამიტომ 9-დან 11 სექტემბრამდე მოიმატებს გეომაგნიტური აქტივობა და მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხალი.

5.თ.N.09.09.11