სპეცსამსახურები აშშ-ის ხელისუფლებას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

სპეცსამსახურები აშშ-ის ხელისუფლებას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

სპეცსამსახურები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, სპეცსამსახურებმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას 11 სექტემბერის ათი წლისთავთან დაკავშირებით მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ უკვე აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, ვაშინგტონი და ნიუ-იორკი გახდნენ.

აშშ-ის ხელისუფლება ტერორისტული საფრთხის დონის აწევის საკითხს განიხილავს.

შიდა უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს რეალური, თუმცა დაუდასტურებელი თავდასხმის საფრთხე.

შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ამერიკელებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს და ირწმუნება, რომ მოსალოდნელი ტერაქტების აღსაკვეთად ყველა ღონისძიებას მიმართავს.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერაქტები განახორციელეს. დაიღუპა 1973 ადამიანი, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.