„არა, რუსულ კანონს“, „რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - ამ სლოგანებით პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ

„არა, რუსულ კანონს“, „რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - ამ სლოგანით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ, რითაც აპროტესტებენ „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

მათი თქმით, ევროპული განვითარება ქართველი ხალხის წინაპრების არჩევანია და რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის თითოეული წევრი, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი. მესამე სექტორის განმარტებით, ქართველ ხალხს კონსტიტუციით აქვს დაფიქსირებული, რომ ირჩევს ევროპას და უსაფრთხოებას.

„იმ ადამიანებთან, რომლებიც აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ კანონს, სალაპარაკო აღარაფერი მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ. ერთადერთი შემიძლია მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, ის, რომ ეს არის ცალსახად რუსული კანონი. ეს კანონი არის ზუსტად რუსული კანონის ანალოგი, ეს არის კანონი, რომელიც გვაშორებს ევროპასთან და ეს არის კანონი, რომელიც კლავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ეს არის კანონი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და პირდაპირ გვითხრეს, რომ გვაშორებს ევროპას. აქ, იმისათვის ვარ მოსული, რომ ჩემი, ჩემი ქვეყნის და მეგობრების ევროპული მომავალი დავიცვა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ