ირაკლი ქადაგიშვილი სუს-ის განცხადებაზე - ისეთი კლიშეების დამკვიდრება ხდება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“, რომ სისხლიანი სცენარების წინ წამოწევის საბაბი ჰქონდეთ

ისეთი კლიშეების დამკვიდრება ხდება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“, რომ სისხლიანი სცენარების წინ წამოწევის საბაბი ჰქონდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სუს-ის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა სუს-ი მსგავს ინფორმაციას ავრცელებდა, „დესტრუქციული გეგმების პრევენციას ახდენდა“.

„ყოველ ჯერზე მოხდა მათი დესტრუქციული გეგმების პრევენცია და არ გამოუვიდათ ეს გეგმები, ახლა რაც მოვისმინეთ სუს-ისგან ირკვევა, რომ არავის არ აუღია ხელი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე.

მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ მიზნით იქნა ქვეყანაში შემოპარებული, რომ სრული ქაოსი გამოეწვია და ეს იქნა აღკვეთილი და შესაბამის ადგილას იმყოფება, რაც სასამართლომ განუსაზღვრა. ახლა ხომ ვხედავთ აქტიურად მიმდინარეობს იდეოლოგიური მზადება, როცა ხდება დამკვიდრება ისეთი კლიშეების, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“, ამის პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად, რომ სისხლიანი სცენარების წინ წამოწევის და გამართლების გარკვეული საბაბები ჰქონდეთ. ამის უკან დგას კონკრეტული მზადება როგორც ჩანს, რადგან იქ არის კონკრეტული ინფორმაცია,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო