ვასო ურუშაძე - სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს და პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია

18 თვის წინ რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა და ჯერ აღდგენითი სამუშაოები არც დაწყებულა. ეს პროექტი ნათელი მაგალითია, თუ რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა ნათელი მაგალითია, თუ რას იწვევს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მმართველობა.

„მშენებლობა 10 წელია მიმდინარეობს და 700 მილიონი ლარით მეტი, ანუ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, პროექტის საბოლოო ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 18 თვის წინ რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა და ჯერ აღდგენითი სამუშაოები არც დაწყებულა. ხიდის აღდგენას და პროექტის დასრულებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 100 მლნ ლარი ესაჭიროება.

რა არის ამ კორუფციისა და კლანური მართვის შედეგი? - შეფერხება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გამართულ ფუნქციობაში, საცობები გურიის ტერიტორიაზე, ხელიდან გაშვებული უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა, შექმნილი სამუშაო ადგილი, შემოსავალი ოჯახებში, საცობებით გაწვალებული ათიათასობით მგზავრი თუ ადგილობრივი, გამონაბოლქვით დაზიანებული გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა.

მაშინ, როცა თავად ივანიშვილი და კობახიძე ვერტმფრენებით დაფრინავენ, ხალხი საათობით საცობში დგას. ეს კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და კორუფციას მოაქვს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხსა და გახლეჩილ ოჯახებს ვიღებთ.

მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ხალხზე. ესაა „ქართული ოცნება“, რომელიც ტყუილსა და სიძულვილს თესავს, აპირისპირებს საზოგადოებას, ყოფს ხალხს, ხლეჩს ოჯახებს და აიძულებს საზღვარგარეთ გაქცევას.

ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით მოვერევით. ერთიანობით დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს და გამარჯვების შემდეგაც ერთიანობით აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგომ პრობლემებს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია