მამუკა ბიბილეიშვილი - ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა - მოქალაქეებმა არჩევანი 26 ოქტომბერს ევროპულ კეთილდღეობაზე უნდა გააკეთონ

ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის. საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბიბილეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანთან, ვასო ურუშაძესთან ერთად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის დაუსრულებელ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა უარი უნდა უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, „სადაც ყოველთვის იქნება კორუფცია, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი“.

„ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ფულის საშოვნ დაზგად გადააქცია ეს პროექტი, რომელიც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელზეც უნდა გაიაროს ევროპის გზამ. მარტო ექსპერტიზაში ორი მილიონი ლარი დაიხარჯა და კიდევ რამდენი დაიხარჯება არავინ არ იცის. თუ კი ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა ხელისუფლებაში, ასეთ დაუსრულებელ პროექტებს მივიღებთ, ვერასდროს ვერ დასრულდება ვერცერთი წარმატებული პროექტი და ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში. საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ არჩევანი ევროპულ კეთილდღეობაზე და უარი უთხრან სიღატაკეს იზოლაციაში, სადაც ყოველთვის იქნება დაუსრულებელი, წარუმატებელი პროექტები, კორუფცია და კლანური მმართველობა, რის ხარჯზეც მდიდრდებიან ჩინოვნიკები და ღარიბდება ქართველი ხალხი”, - განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა