სერგო ჩიხლაძე - კრემლის, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო ქართველების გარეშე - ლავროვის და ივანიშვილის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა - უახლოეს თვეებში ფინანსურ სანქციებს ვნახავთ

კრემლის, რუსეთის, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო ქართველების გარეშე - ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს, საქართველო ქართველების გარეშე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის საქართველო ქართველების გარეშე.

„კრემლი, ლავროვი, მიესალმებიან ყველაფერს, რაც მიმართულია საქართველოს იზოლაციისკენ, საქართველოს მოქალაქეების გაღარიბებისკენ და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაქცევისკენ. კრემლის, რუსეთის, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო ქართველების გარეშე და ყველა, ვინც ამას მოემსახურება, მას მიესალმებიან. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“პოლიტიკა არის საქართველო ქართველების გარეშე. მხოლოდ შარშან საქართველოს 163 000 მოქალაქე წავიდა წავიდა საქართველოდან, ყოველ წლიურად, ასობით ათასი მოქალაქე ტოვებს საქართველოს. რა თქმა უნდა, ამ მოცემულობას რუსეთი მიესალმება და ყველას, ვინც ამას ხელს შეუწყობს და ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მიესალმება ლავროვი. აქედან გამომდინარე, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები არის და ემთხვევა ერთმანეთს, საქართველო ქართველების გარეშე, საქართველოს იზოლაცია,საქართველოს მოქალაქეების გაღარიბება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ შესაძლო სანქციების დაწესებაზე. სერგო ჩიხლაძის თქმით, უახლოეს თვეებში, „ქართული ოცნების“კონკრეტული პირების მიმართ დაწესებულ სანქციებს საზოგადოება ნახავს.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის იზოლაციის გზა, ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანების გზა, ამა ქვეყნის შიგნით ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ვგრძნობთ, ამას გრძნობენ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, როგორც აშშ-ში, ისე ევროპის კავშირში, ყველა ჩვენი მეგობარი ამას ამბობს. სანქციების რეჟიმი რამდენიმე თვის წინ ჩაირთო აშშ-ში და ახალი არაფერია, ამას ექნება გაგრძელება, რომელსაც აქვს თავისი ვადები და პროცედურები. სამწუხაროდ, ეს შეეხება „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა ლიდერს, შესაბამისად, უახლოეს თვეებში ჩვენ ვნახავთ ამ სანქციებს კონკრეტული პირების მიმართ, მათ შორის ფინანსურ სანქციებს იმიტომ, რომ ვინც ქართველი ხალხის ინტერესებს ღალატობს, ვინც იზოლაციაში და სიღარიბეში აქცევს აქცევს საქართველოს, ვისაც უნდა, რომ საქართველო მარტო დატოვოს და და მათ შორის ცივილიზებულ სამყაროს, რა თქმა უნდა იმსახურებს სანქციებს”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს