ანა წითლიძე - ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო და 560-ვე გავშიფრეთ - ერთიც კი არა, ვინც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის - ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე, რომელიც დავალებებს უშუალოდ სუს-სგან იღებს

ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ. ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, ან „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე, მირანდა მესხი დგას, ის თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უშუალო დავალებებს იღებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები უნდა დაემტკიცებინათ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს მიმართა და აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებიც საუბნო კომისიებში ინიშნებიან, პარტიული ნიშნით არიან შერჩეულები.

ანა წითლიძის განცხადებით, ისინი „ქართული ოცნების“ დავალების შემსრულებლები არიან და შესაბამისად, არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი არ არიან.

„კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ საოლქო-საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. ეს არის დანაშაული, რომელიც სათავეს საოლქოს თავმჯდომარის, მირანდა მესხისგან იღებს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უშუალო დავალებებს იღებს“, - განაცხადა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები დაამტკიცეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით შეირჩა და ისინი "ქართული ოცნების" ინტერესებს გაატარებენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა