ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ქართველ ხალზე ძალადობს

2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ქართველ ხალზე ძალადობს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებით „ქართული ოცნება“ დასრულდება.

„ძალადობაა ის, რომ ოჯახები იხლიჩება და ათიათასობით ადამიანი ამ ქვეყნიდან გარბის. ძალადობაა, როდესაც ცდილობენ ქვეყანაში ნებისმიერი მართალი ხმა ჩაახშონ. ძალადობაა, როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით დევნის ადამიანებს და პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია. ამიტომ, ჩვენ ცხადად ვამბობთ-26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ეს სამარცხვინო ფურცელი დასრულდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საზოგადოება გაერთიანდება და გამთლიანდება, ამაზე არის საზოგადოების დაკვეთა“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა