გიგა ლემონჯავა - პარტიების აკრძალვის სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება - ეს ყველამ უნდა იცოდეს

გიგა ლემონჯავა - პარტიების აკრძალვის სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება - ეს ყველამ უნდა იცოდეს

ეს არის რუსული, ღალატის პროცესი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ კონსტიტუციური სარჩელის მთავარი შინაარსი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის დაკანონება და მტრისთვის ჩვენი ისტორიული მიწების ჩაბარება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ პროცესის შესაჩერებლად არის „ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში“.

„ეს არ არის მხოლოდ ხუთი პოლიტიკური სუბიექტის, კოალიციის და პარტიის სარეგისტრაციო აკრძალვა, ეს არის საქართველოს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის რეგისტრაციის გაუქმება და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მკვლელობა. ჩვენ აქ პროცედურულ სამართლიანობას არ ვეძებთ, ჩვენი ამოცანაა, რომ ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ, აქ რა ხდება და შევინარჩუნოთ საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.

ერთადერთი გამოსავალი ამ ბოროტების შესაჩერებლად არის ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ ეტაპზე“, - აღნიშნა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათიდან განახლდა.