ვლადიმერ პუტინი - აფრიკულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების დაწყებას ვთავაზობთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფრიკულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების დაწყება შესთავაზა.
„აფრიკელ პარტნიორებს ვთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს საიმედო ლოგისტიკური მარშრუტების შესაქმნელად, რაც უშუალო გავლენას მოახდენს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაზე. მხედველობაში მაქვს რკინიგზებისა და საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა და მოდერნიზაცია, საზღვაო ხაზებისა და სატრანსპორტო ჰაბების განვითარება, მათი ციფრული მართვის, ტვირთების თვალთვალისა და საბაჟო დეკლარირების სისტემებით აღჭურვა. ბუნებრივია, აფრიკულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციაში ფრენების დასაწყებად ვიწვევთ”, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ეს ტურიზმის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
ვლადიმერ პუტინმა ეს ინიციატივა რუსეთ-აფრიკის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ფორუმზე წარადგინა. ღონისძიება მოსკოვში 28- 29 ოქტომბერს იმართება.

























