დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსების დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსების დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 14-ს აღწევს და მათგან 13 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულთაგან ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას დაარტყეს. დრონებით იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებლები იდგნენ.

























