ოლეშკიში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გზების განაღმვა დაიწყო

ოლეშკიში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გზების განაღმვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი და აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ავრცელებენ.
„27 ოქტომბრიდან გარკვეულ არეალში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, და მხარეები მას იცავენ. ამჟამად მარშრუტების განაღმვა მიმდინარეობს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად და ქალაქის დატოვების შესაძლებლობის მისაცემად მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სურთ“, - წერს ლუბინეცი.
მოგვიანებით, აშშ-ის პირველმა ლედიმ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს გზების განაღმვა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უსაფრთოდ მიაღწიოს ქალაქ ოლეშკიში.

























