ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია, რომლის მთავარი მიზეზიც სისუსტეა - აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა მათივე ინტერესები

ოპოზიციაში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია, რომლის მთავარი მიზეზიც სისუსტეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ აქ მდგომარეობამდე თავად მიიყვანა თავი, როდესაც „დავალებების შესრულება მოუწიათ და საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს“.

„ოპოზიციაში დაპირისპირება დიდი ხნის დაწყებულია, მთავარი მიზეზი საერთო სისუსტეა. აქამდე თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი, როდესაც მათ მოუწიათ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებმაც დააზიანა პირველ რიგში მათივე ინტერესები, როდესაც ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, როდესაც მათ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს. დაისუსტეს საკუთარი თავი და ის დაპირისპირებები, რომლებიც გრძელდება და მათი განცხადებები არის სისუსტის გამოვლინება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.