„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რეგიონებში ადგილობრივ და სამხარეო ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს პედაგოგების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების დევნაში ადანაშაულებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ `ადამიანის უფლებათა ცენტრიდან~ განუცხადეს,; კონკრეტული საქმეების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლნი გახდნენ ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის ყოფილი უფროსი, ცხინვალიდან დევნილი დალი მინდიაშვილი; სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ქოროღლიშვილი; სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა აჩუაშვილი; დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს – ცენტრის უფროსი ნონა გომელაური და სხვები. მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნიშნით იდევნება დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილიც.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების დევნის გამო და პედაგოგთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატს და მედიას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"