ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით მიკრო კრედიტების გაცემა იწყება

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNPD) ინიციატივით შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში მიკრო კრედიტების გაცემა იწყება.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის ვებ გვერდის ცნობით, მომავალი ერთი წლის მანძილზე საფინანსო ინსტიტუტები გასცემენ მიკრო სესხებს 3 ათას აშშ დოლარამდე, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.

გაერო-ს განვითარების პროგრამასთან შეთანხმების საფუძველზე, სესხის მიღებისას უპირატესობა მიენიჭება მცირე ფერმერებს, ქალებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. თავის მხრივ, გაერო-ს განვითარების პროგრამა საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს მსესხებლებს როგორც სესხის აღებამდე, ასევე სესხის აღების შემდეგ.

პროექტში მონაწილეობისთვის გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNPD) ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი – ლაზიკა კაპიტალი, ალიანს გრუპი, კრედო, კრისტალი, ფინაგრო და ფინკა, და ერთი ბანკი – კონსტანტა, შეარჩია. შერჩევის საფუძველს ამ ინსტიტუტების გამოცდილება, სესხების სპეციფიკა და საერთაშორისო რეპუტაცია წარმოადგენდა.

ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს თბილისში გაერო-ს სახლში გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით თითოეულმა საფინანსო ინსტიტუტმა დაფინანსების პირველი ტრანში მიიღო, რომელიც 99 ათას აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი ღირებულება კი დაახლოებით 2.6 მილიონი აშშ დოლარია.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ეს ინიციატივა ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება და გასული წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ინიციატივის სრული ღირებულება 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.; მისი სამი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარებას, მიკროფინანსირებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოიცავს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით მიკრო კრედიტების გაცემა იწყება

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNPD) ინიციატივით შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში მიკრო კრედიტების გაცემა იწყება.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობის ვებ გვერდის ცნობით, მომავალი ერთი წლის მანძილზე საფინანსო ინსტიტუტები გასცემენ მიკრო სესხებს 3 ათას აშშ დოლარამდე, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.

გაერო-ს განვითარების პროგრამასთან შეთანხმების საფუძველზე, სესხის მიღებისას უპირატესობა მიენიჭება მცირე ფერმერებს, ქალებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. თავის მხრივ, გაერო-ს განვითარების პროგრამა საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს მსესხებლებს როგორც სესხის აღებამდე, ასევე სესხის აღების შემდეგ.

პროექტში მონაწილეობისთვის გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNPD) ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი – ლაზიკა კაპიტალი, ალიანს გრუპი, კრედო, კრისტალი, ფინაგრო და ფინკა, და ერთი ბანკი – კონსტანტა, შეარჩია. შერჩევის საფუძველს ამ ინსტიტუტების გამოცდილება, სესხების სპეციფიკა და საერთაშორისო რეპუტაცია წარმოადგენდა.

ხელშეკრულება საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს თბილისში გაერო-ს სახლში გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით თითოეულმა საფინანსო ინსტიტუტმა დაფინანსების პირველი ტრანში მიიღო, რომელიც 99 ათას აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი ღირებულება კი დაახლოებით 2.6 მილიონი აშშ დოლარია.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ეს ინიციატივა ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება და გასული წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების ნაწილს წარმოადგენს. ინიციატივის სრული ღირებულება 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.; მისი სამი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარებას, მიკროფინანსირებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოიცავს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს