მიხეილ სააკაშვილი პარიზში საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში შემავალი პარტიების ლიდერთა სამიტს დაესწრება

საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში (IDU) შემავალი პარტიების ლიდერთა სამიტს დაესწრება.როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~ნაციონალური მოძრაობიდან~ აცნობეს, შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. სამიტს მასპინძლობას პარტია “სახალხო მოძრაობის კავშირი” და მისი ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაუწევს. 25 ივნისს დაგეგმილია ელისეის სასახლეში პრეზიდენტ სარკოზის სახელით მიღება, ხოლო 26 ივნისს გაიმართება პარტიის ლიდერთა პლენარული სხდომა სახელწოდებით - “მემარჯვენე-ცენტრისტული ხედვა 21-ე საუკუნეში”.ამასთან, ამავე სამიტში მონაწილეობენ ~ახალი მემარჯვენეების~ ლიდერი დავით გამყრელიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საერთაშორისო მდივანი გიორგი მოსიძე. ~ახალი მემარჯვენეები“ კავშირის წევრად 2005 წლის ვაშინგტონის კონგრესზე მიიღეს.საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) 1983 წელს რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეთჩერისა და ჰელმუტ კოლის მიერ დაარსდა და მემარჯვენე პარტიათა მსოფლიო გაერთიანებას წარმოადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია