შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომელიც კოსოვოში ვიზიტით იმყოფებოდა. ”ახლო მომავალში მხარეში KFOR-ის იმდენი თანამშრომელი დარჩება, რამდენიც საჭიროა ტერიტორიების დაყოფის თავიდან ასაცილებლად”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. კოსოვოში სამხედრო მისია ნატო-ს ხელმძღვანელობით (KFOR) 1999 წლიდან იმყოფება და, დაახლოებით, 16 ათასი კაცისგან შედგება. მისიის მთავარი ამოცანაა, მშვიდობის შენარჩუნება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურის ძეგლებისა და რელიგიური ცენტრების დაცვა. ”KFOR-ი კოსოვოშუ იმისთვის არ არის, რომ კოსოვოს ცნობისა თუ არცნობის საკითხი გადაწყვიტოს. ჩვენი როლია, გავაერთიანოთ პოზიციები, მათ შორის მათიც, ვინც დამოუკიდებლობას არ სცნობს”, - აღნიშნა სხეფერმა. იაპ დე ჰოოპ სხეფერმა მოლაპარაკებები გამართა კოსოვოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ფატმირ სეიდიუსთან და ხაშიმ ტაჩისთან. კოსოვოს დამოუკიდებლობა გაერო-ს წევრმა 43-მა სახელმწიფომ უკვე აღიარა. მხარის დამოუკიდებლობა არ სცნო პრაქტიკულად არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, გაერო-მ და ევროკავშირმა.