ლადო ვარძელაშვილი თანამშრომელთა გაყინული ხელფასების  გადახდას არ აპირებს

ხელფასების გადახდას არ აპირებს. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ არასამთავრობო ორგანიზაცია ~ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია მათ გუბერნატორის მთავარმა ბუღალტერმა ეკა სოიტაშვილმა დაუდასტურა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კონტროლის პალატის რევიზიის 2008 წლის 25 მარტის აქტში წერია, რომ 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გუბერნატორის ადმინისტრაციას 62 600 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს, მათ შორის 16 000 ლარი - მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება; 5 000 ლარი - სოცანარიცხები, ხოლო დანარჩენი 45 500 ლარი წარმოადგენს სხვა საქონელსა და მომსახურებას (კომუნალურ ხარჯს). ეკა სოიტაშვილის განცხადებით, ლადო ვარძელაშვილმა ფინანსთა სამინისტროს წინაშე დააყენა მოთხოვნა, რომ ეს ვალები ჩამოწერონ. ბუღალტერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თანხების არარსებობით ხსნის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს