თბილისის რაიონები ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაიყოფა

თბილისის რაიონები ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაიყოფა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

;როგორც საკრებულოში აცხადებენ, უბნებს მიენიჭებათ ნუმერაცია და იქ დაინიშნება გამგებლის წარმომადგენელი. რაიონების დაყოფის მიზანი ადგილებზე სიტუაციის უკეთ შესწავლა და მუშაობისთვის მოქნილი სისტემის შექმნაა.

;თბილისის რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაიყოფის შესახებ საკითხს დღეს თბილისის საკრებულო განიხილავს. საკრებულოს წევრები სხდომაზე სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭება. კერძოდ, ვერაზე არსებულ ფასანაურის ქუჩას ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის სახელს მიანიჭებენ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნოვოროსისკის ქუჩას კი რეჟისორ ოლგა კონსკაიას სახელი დაერქმევა.;

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა