ოპოზიცია გარემოვაჭრეების დარბევას აპროტესტებს

მანკიერი მეთოდებია, ხელისუფლებისთვის კი - წესრიგი და კანონის დაცვა.პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დღეევში გარემოვაჭრეების დარბევის ფაქტი ~ქრისტიან-დემოკრატმა” გიორგი ახვლედიანმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდა, ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებთან მიმართებაში ტრადიციული აგრესიის მანკიერი მეთოდები აამოქმედა. მისივე თქმით, გარემოვაჭრეებს უსწორდებიან ფიზიკურადაც და ართმევენ მათ ისედაც მწირ ქონებას.~ყველას უნდა, საკუთარი ქალაქი სუფთა იყოს, მაგრამ უპირველესი ღირებულება მაინც ადამიანია”, – აღნიშნა ახვლედიანმა და გარემოვაჭრეების მიმართ განხორციელებული ქმედებების უკანონობის დასამტკიცებლად დეპუტატებს თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობა აკრძალული არ არის.საკითხში უფრო ღრმად გარკვევა ურჩია ოპოზიციას უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა და ახვლედიანს შეახსენა, რომ საკრებულოში შეუძლიათ მოითხოვონ უფრო დეტალური დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, თუ სად და რა პირობებშია დაშვებული გარევაჭრობა. ამასთან, უმრვალესობა ეთანხმება ოპოზიციას ადამიანის უპირველეს ღირებულებულებად მიჩნევის თაობაზე და აცხადებს, რომ შესაბამისი ნორმის დაცვის გარეშე გარევაჭრობა საფრთხეს უქმნის თავად ადამიანს და მის ჯანმრთელობას.კუბლაშვილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებამდე თუ მის შემდეგ, წესრიგი დაცული უნდა იყოს და წესრიგის დაცვა კანონით გათვალისწინებული ნორმებით მოხდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია