გამოფენა "ექვთიმე თაყაიშვილი" კვირის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა - "ექვთიმე თაყაიშვილი", რომელიც გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სამეცნიერო-კულტურული საქველმოქმედო ცენტრი.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მასალები ეროვნული არქივის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივებიდან. მათ შორის: გურიის ეპარქიის გურიანთის უჩასტკის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის 1862 წლის წიგნში ექვთიმე თაყაიშვლის დაბადებისა და ნათლობის შესახებ ჩანაწერები; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში მისი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები; საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ მოღვაწეობის თაობაზე მასალები.

აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის 1920 წლის 12 იანვრის მოხსენება საქართველოს დროებითი მთავრობისადმი საქართველოს ადგილობრივი არქივების ძვირფასი საისტორიო მასალის შესანახად თბილისში ცენტრალური არქივის დაარსების საჭიროების შესახებ. ასევე, ამავე წლის 11 თებერვლის მოხსენება საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსებისათვის; კანონის მიღების შესახებ.

დამთვალიერებელს გამოფენაზე შეუძლია იხილოს, ასევე, ექსპონატები, რომელიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. ექსპოზიციის არაერთი მასალა ეხება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს რეგიონებში ძვირფასი ეთნოგრაფიული მასალის მოძიებას.

გამოფენისათვის კინოარქივიდან და ფოტოარქივიდან შეირჩა კადრები და ფოტოები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდს ასახავს. გამოფენაზე აჩვენეს რევაზ თაბუკაშვილის მიერ 1985 წელს გადაღებული ფილმი `საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი~.;

დათვალიერება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1.

;

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა