თბილისში დღეიდან ნინო რამიშვილის სახელობის ქუჩა იქნება.
ილია ჭავჭავაძის I ჩიხს სახელი გადაერქვა და იგი ამიერიდან ნინო რამიშვილის სახელობის იქნება. ქუჩის გახსნას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ანსამბლ "სუხიშვილების" წევრები ესწრებოდნენ.
ქუჩისთვის ნინო რამიშვილის სახელის მინიჭება მისი 100 წლის იუბილეს უკავშირდება.