„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია

„აგროჰაბის“ მულტიფუნქციური ობიექტი სანაპიროზე, რომელიც არის არქიტექტურული კომპანია „სტუადია 9“-ის მიერ დაპროექტებული, საერთაშორისო კონკურსის Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია.

Architizer A+Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური არქიტექტურული კონკურსია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2013 წლიდან სხვადასხვა კატეგორიაში, სადაც წლების განმავლობაში ნომინირებული იყვნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Nike- (ინოვაციური სივრცეები), IKEA- (სააცხოვრებელი კონცეფციები), louis Vuitton- (პავილიონები და ფეშენ ინსტალაციები), ასევე Google, Facebook, Microsoft – (კამპუსები ფა ოფისები).

ტოპ გამარჯვებულთა სიაში შეხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: “Me Dubai Hotel” - Zaha Hadid Architects (დუბაი,UAE); “Apple Central World” -Foster + Partners ( ბანგკოკი, ტაილანდი); „Google Bay View Campus” – Big +Heatherwick studio ( კალიფორნია, აშშ) და სხვები.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტი ქვეყნი ათასობით პროექტმა, ასეთ კონკურენტულ გარემოში გამარჯვება ძალიან დიდი მიღწევაა, როგორც პროექტისთვის ისე ქართული არქიტექტურისთვის.

„ჩვენმა პროექტმა „მულტიფუნქციური სანაპირო ობიექტი აგროჰაბი“ (Multifunctional Landmark on the Riverbank) გაიმარჯვა Architizer A+Awards 2025-ის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ არქიტექტურულ კატეგორიაში - შერეული გამოყენება (Mixed Use, <25,000 კვ.ფტ.).

პროექტმა ერთდროულად მოიპოვა ორი უმაღლესი ჯილდო:

  • ხალხის რჩეული (Popular Choice Winner) - ონლაინ ხმების უმრავლესობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ჟიურის რჩეული (Jury Winner) - კონკურსის პროფესიული ჟიურის მიერ.

აღნიშნული აღიარება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქართული არქიტექტურისთვის, გვახარებს, რომ ჩვენს პროექტს არა მხოლოდ საერთაშორისო ჟიურიმ, არამედ მსოფლიო აუდიტორიამაც დაუჭირა მხარი“ - „სტუდია 9“ -ს დამფუძნებელი და არტ დირექტორი მამუკა ჩხაიძე.

„თავიდანვე სწორად იყო დასახული პროექტის მიზანი, ქალაქის ისტორიულ ადგილას სანაპიროზე, შენობა ნაგებობა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ქალაქის ავთენტურ იერსახეს კიდევ უფრო მეტად გაალამაზებდა და ფუნქციურადაც მორგებული იქნებოდა მომხმარებლის ინტერესზე და კომფორტზე, როგორც იცით შენობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს საპარკინგე სივრცეები, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვისია. გამოყენებული მასალები, რკინა-ბეტონი და ლითონის ელემენტები რომლითაც დამუშავებულია შენობის ფასადი, არის „აგროჰაბის“ ბრენდის კონცეფციის ნაწილი, ასევე ბუნებრივი გამწვანება, რომელიც გარდა ვიზუალური მხარისა, ეკოლოგიურ სიჯანსაღეს უსვამს ხაზს, რაც ასევე თანხვედრაშია აგროჰაბის ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებზე ორიენტირებულ მისიასთან.

„აგროჰაბის“ სანაპიროს ფილიალი არის ჩვენი და „სტუდია 9“-ის ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობის ნაყოფია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ და მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე საერთაშორისო აღიარებაც მოვიპოვეთ“ - აგროჰაბის დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი

2025 წლის ბოლომდე „აგროჰაბის“ და „სტუდია 9“-ის მორიგი კოლაბორაციით შექმნილი, უნიკალური და განსაკუთრებული არქიტექტურული პროექტი, „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი, წელს ქალაქ ქუთაისში გაიხსნება.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს