ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - VET.GE-ზე მონიშნეთ „სქილვილი“ და აირჩიეთ სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა.
კოლეჯ „სქილვილში“ 10 პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს. მსურველებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია VET.GE-ზე, დაწესებულებების ჩამონათვალში მონიშნონ „სქილვილი“ და აირჩიონ სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სწავლა შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც, ამიტომ პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს, ისე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
რეგისტრაციის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. „სქილვილში“ ჩარიცხვის მსურველებისთვის VET.GE-ზე რეგისტრაცია, კოლეჯისა და პროფესიული სადიპლომო პროგრამის არჩევა აუცილებელი ეტაპია.
„სქილვილის“ არჩევისას სტუდენტი თავიდანვე ირჩევს კონკრეტულ პროფესიას. პროფესიული სადიპლომო პროგრამები 10-დან 19 თვემდე გრძელდება და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული.

„სქილვილში“ სასწავლო პროცესს კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები უძღვებიან. თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, მუშაობენ პროფესიულ ქეისებზე და სწავლების პერიოდშივე ეცნობიან ინდუსტრიის მოთხოვნებს.
პროფესიული სადიპლომო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს. დიპლომის წარდგენა შესაძლებელია ევროპულ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.

10 პროფესიული სადიპლომო პროგრამა
სწავლა და დასაქმების შესაძლებლობები
„სქილვილი“ 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ეს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ ინფორმაცია სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის შესახებ და რეალურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება დააგროვონ. 2026 წლის დასაქმების ფორუმზე სტუდენტები 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტექნოლოგიური და ციფრული პროფესიების სპეციფიკა კურსდამთავრებულებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად ითანამშრომლონ საერთაშორისო კომპანიებთან და ჩაერთონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებში, კონკრეტული პროფესიისა და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად.
სტუდენტური ცხოვრება და საერთაშორისო გამოცდილება
სასწავლო პროცესს ავსებს მასტერკლასები, პროფესიული შეხვედრები და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები. „სქილვილის“ სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში World Youth Leadership Conference-ზე. 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის ივნისამდე დაგეგმილია მონაწილეობა Plan ₿ Forum-ში ლუგანოში, ICT Study Mobility-ში შვეიცარიაში, World AI Cannes Festival-ში კანში, GITEX AI Mediterranean-ში რომსა და London Tech Week-ში ლონდონში.
როგორ დარეგისტრირდეთ
„სქილვილში“ ჩარიცხვის მსურველმა 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროს რეგისტრაცია VET.GE-ზე, დაწესებულებების ჩამონათვალში მონიშნოს კოლეჯი „სქილვილი“ და შემდეგ აირჩიოს სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - ნუ დაელოდებით ბოლო დღეს.
(R)