სხვადასხვა დაწესებულებასა და თანამდებობის პირს ვალდებლება დაეკისრა, სამოქალაქო რეესტრს დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ აცნობოს

სხვადასხვა დაწესებულებასა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირს დაეკისრა ვალდებულება, სამოქალაქო რეესტრს; შეატყობინოს დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ. ეს სიახლე „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში შევიდა.;

როგორც სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სიახლე დაბადებისა და გარდაცვალების ფაქტების აღრიცხვის სიზუსტეს შეუწყობს ხელს.;

საქართველოს კანონში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ შეტანილი ცვლილებით, დადგენილია სამედიცინო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ვალდებულება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აცნობონ პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება - ბავშვის დაბადების შეტყობინების შესახებ.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პროცესი, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა მოქალაქის და სახელმწიფო უწყებების შორის. თანამშრომლობის გარეშე „მკვდარი სულების“ თემა სახელმწიფოში ვერ მოგვარდება. ამიტომ ვთხოვთ ყველას, ვითანამშრომლოთ ამ პროცესში’, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით. კერძოდ, პირის გარდაცვალების შეტყობინების შეუსრულებლობისთვის სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაჯარიმდება 500 ლარით.

ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ანალოგიურად, 500 ლარით დაჯარიმდება სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულება.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, რომელსაც ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირები შეადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას. შედგენილი ოქმის საფუძველზე, სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდება.

;

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა