თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ხვალ გაიხსნება

თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი ხვალ გაიხსნება.

ფესტივალი საზეიმოდ კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება და ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი - “ქუჩის დღეები”. ფილმისთვის სცენარი ლევან კოღუაშვილს, ბორის ფრუმინსა და ნიკოლოზ მარის ეკუთვნის, ოპერატორია არჩილ ახვლედიანი. მონაწილეობენ: გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, ზურა ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ზურა შარია.

ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის – 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, თუმცა ბოლო წუთს მასში ღირსება იღვიძებს.

ფესტივალის გახსნამდე, კინოთეატრ ~ამირანში~ ფრანგი ფოტოგრაფის კატრინ ვინეს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ფესტივალი საზეიმოდ 6 დეკემბერს მაიკ ლის გახმაურებული სურათით “ვერა დრეიკით” დაიხურება.

კინოფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის