პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

19 მაისს, „პეტრა ჯგუფსა“ და ევროპის ნომერ პირველ სასტუმროების ოპერატორ ACCOR-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

ხელშეკრულების ფარგლებში გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე პრემიალურ ლოკაციაზე, 4.5 ჰექტარ მიწაზე, აშენდება SWISSÔTEL-ის პირველი სასტუმრო და ბრენდირებული რეზიდენციების კომპლექსი. პროექტი მოიცავს 180-ნომრიან სასტუმროსა და 290 ბრენდულ რეზიდენციას.

„პეტრა ჯგუფი“ გეგმავს შექმნას პრემიუმ კლასის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიოს წამყვანი კურორტების სტანდარტებს.

Swissotel Hotel And Residences Gudauri გამოირჩევა მრავალფეროვანი, სამთო კურორტის სპეციფიკაზე მორგებული ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს: აპრეს-სკი ზონას, დახურულ და ღია აუზებს, ლობის, რესტორნებსა და ბარებს, ველნეს-ცენტრებს, სათხილამურო ლოქერებს, საბავშვო სივრცეებსა და სავარჯიშო დარბაზს.

ეს „პეტრა ჯგუფის“ რიგით მეორე სტრატეგიული თანამშრომლობაა ACCOR-თან. გასულ წელს Petra Sea Resort-ის პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა Pullman-ის სასტუმროსა და ბრენდირებული რეზიდენციების კომპლექსის პროექტს ციხისძირში, რომელიც, თავის მხრივ, ასევე პრეცენდენტი იყო შავი ზღვის სანაპიროზე.

„პეტრა ჯგუფის“ ფლაგმანი პროექტის, Petra Sea Resort-ის წარმატების შემდეგ, პეტრა ჯგუფი იწყებს არანაკლებ მასშტაბურ პროექტს Petra Ski Resort-ს გუდაურში, რომლისთვისაც სპეციალურად შვეიცარიული პრემიუმ კლასის ბრენდი - SWISSOTEL შეირჩა.

დეტალებზე „პეტრა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თინათინ კალანდარიშვილმა ისაუბრა:

„დღეს ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, ვაფართოებთ ჩვენი პროექტების გეოგრაფიას და ვიწყებთ ახალ პროექტს გუდაურში. ეს უკვე ჩვენი მეორე თანამშრომლობაა Accor-თან, გუდაურისთვის ჩვენ შევარჩიეთ ცნობილი შვეიცარული ბრენდი Swissotel და ვფიქრობთ, რომ ამ ბრენდის გამოჩენა გუდაურში მნიშვნელოვნად გაზრდის კურორტის სტატუსს და ტურისტულ პოტენციალს“.

როგორც თინათინ კალანდარიშვილმა აღნიშნა, 13 ჰექტარზე გაშლილი კურორტი Petra Ski Resort მოიცავს Swissotel-ის სასტუმროსა და ორი ბრენდირებული რეზიდენციის მშენებლობას, გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აშენდება 7 ექსკლუზიური ვილა, რომელთა მეპატრონეებიც სრულად ისარგებლებენ Swissotel-ის პირველი კლასის სერვისებითა და კურორტის ინფრასტრუქტურით.

„პეტრა ჯგუფი“ აგრძელებს ინოვაციური პროექტების განხორციელებას საქართველოს საუკეთესო ტურისტულ ზონებში, შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე, რაც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას ემსახურება.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით