პრეზიდენტმა 2009 წლის შეჯამებისას იმ ფილმებზეც ისაუბრა, რომელთა გადაღებები და პრემიერებიც წელს შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა 2009 წლის შეჯამებისას იმ ფილმებზეც ისაუბრა, რომელთა გადაღებები და პრემიერებიც წელს შედგა.

~რუსთავი 2~-ს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი რენე ჰარლინის ფილმსაც შეეხო და განაცხადა, რომ არ ესმის ხალხის, ვინც ქილიკობს, სახელმწიფომ ჰოლივუდურ ფილმში ფული გადაიხადაო.

~ამიხსნან, რა ფული უნდა გადაგვეხადა ჩვენ ჰოლივუდისთვის. ენდი გარსიას ფული უჭირს?! ეს ჩვეულებრივი კომერციული პროექტია, რომელიც ათმაგს ამოიღებს. ფილმზე მუშაობდნენ ნიჭიერი ადამიანები, იდეალისტების ჯგუფი, რომლებიც ჩამოვიდნენ იქ, სადაც ჭეშმარიტებაა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა რუსეთმა ცნობილი სერბი რეჟისორის გადაბირება უზარმაზარი თანხის ხათრითაც ვერ მოახერხა~, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დოკუმენტური ფილმის ~რუსული გაკვეთილებისა~ და მისი ავტორების შესახებაც ისაუბრა. ~ნეკრასოვი ჩემთვის რუსეთის საუკეთესო მხარეა. მისი მეუღლე სასიკვდილო სარეცელიდან ადგა და საქართველოსთვის იმუშავა. რუსეთი ფინეთში გადაწვდა ნეკრასოვს და კუთვნილი სახლი დაუწვეს. თუ ვინმეს უნდა დავუდგათ საქართველოში ძეგლი, ეს არის ნეკრასოვი და მისი მეუღლე~, - განაცხადა სააკაშვილმა.;

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ შედგა ნინო კირთაძის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერაც. ~გაიმართა თუ არა პრემიერა, დაიწყეს საუბარი, რომ ფილმი პროპაგანდისტულია. არ მესმის ასე როგორ უნდა ილაპარაკო მაშინ, როცა შენი ქვეყანა ასეთი დარტყმის ქვეშაა. ევროპაში არიან ადამიანები, ვისთვისაც საქართველო რომ არ არსებობდეს, შვებით ამოისუნთქავდნენ. რა თქმა უნდა მათ ახარებთ, როცა ხედავენ, რომ არსებობენ ქართველები, რომლებიც ყველაფერს დასცინიან. მათ სინდისზე იყოს~, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

;

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო