სკოლები, შესაძლოა, სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით დაიყოს

სკოლები, შესაძლოა, სამი სასწავლო საფეხურის მიხედვით დაიყოს, - ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბაზალეთზე, ჟურნალისტებისთვის გამართულ განაცხადა.

შაშკინის თქმით, განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში ერთ-ერთ ვერსიად სკოლების საფეხურებად დაყოფის გეგმას ამუშავებს.

"სკოლებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა უფროსკლასელები სასტიკად ექცევიან დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. არის დაცინვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის მძიმე ფაქტები. ამიტომ განვიხილავთ სკოლების სასწავლო საფეხურების მიხედვით დაყოფის შესაძლებლობას~, - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, I საფეხურის სკოლებში მხოლოდ I-დან VI კლასამდე ბავშვები ისწავლიან. II საფეხურის სკოლებში მხოლოდ VII-დან IX კლასის მოსწავლეები, ხოლო III საფეხურის სკოლებში მხოლოდ X–XII კლასების მოსწავლეები.

"ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ერთ რაიონში ახლო მანძილით დაშორებული სამი სკოლა დავყოთ ზემოთ დასახელებული პრინციპით. ერთი საფეხურის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ ერთი მოსწავლე, არამედ მთელი კლასი გადავა შემდეგი საფეხურის სკოლაში, რითაც ბავშვების დანაწევრებას თავიდან ავიცილებთ. გარდა ამისა, მივიღებთ იმ შედგეს, რომ მაგალითად XI-XII კლასელები I-II კლასელებთან ერთად ერთ სკოლაში არ ისწავლიან, რაც პატარებისთვის გაცილებით უსაფრთხოა~, - განცხადა შაშკინმა.

მინისტრის თქმით, ამჟამად ეს პროექტი დამუშავების პროცესშია. სკოლების ასეთი პრინციპით დაყოფა, თუკი იგი განხორციელდა, მხოლოდ დიდი ქალაქების სკოლებს შეეხება. ~ჯერ ყველაფერს კარგად დავითვლით, სისტემას დავალაგებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავყოთ თუ არა სკოლები~, - აღნიშნა შაშკინმა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სამსაფეხურიანი სწავლების სისტემა განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე დანერგილია. I საფეხური, დაწყებითი განათლება I-დან VI კლასებს მოიცავს; II საფეხური, საშუალო განათლება VII–IX კლასებს; ხოლო III საფეხური, საბაზო განათლება X–XII კლასებს.;;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს