სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში

ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოში მოცვი არც ისე პოპულარული კულტურა იყო ფერმერებისთვის. თუმცა, გურიისა და სამეგრელოს კლიმატურმა პირობებმა და მსხმოიარობის ეფექტურმა სეზონმა ახალი პერსპექტივები გააჩინა - ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში მოცვი საკმაოდ აქტუალური პროდუქტი გახდა.

საჯაიების ოჯახი დასაწყისშივე დაინტერესდა ამ კულტურით და გურიაში 2 ჰექტარი გააშენა საცდელად. ოჯახმა არ იცოდა, თუ რა მცენარესთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ მოცვის ჯიშების, მათი მოვლისა და შენახვის ტექნოლოგიების შესასწავლად ესტუმრნენ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომლებსაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. მაშინ დარწმუნდენ, რომ მოცვი ნამდვილად საინტერესო იყო კომერციულად და მის საქართველოში გაშენებას კარგი შედეგი შეიძლებოდა მოეტანა. ასე ჩამოყალიბდა სებსბერი, კომპანია რომელიც დღეს მოცვის მოკლევადიანი სეზონის გახანგრძლივებაზე და მის არა მხოლოდ ღია გრუნტზე, არამედ სათბურში კულტივაციაზე მუშაობს.

„თავდაპირველად შევარჩიეთ ორი ჯიში - ლეგასი და ბლუგოლდი - და ჯამში 6600 ნერგი გავაშენეთ ორ ჰექტარზე. თუმცა 2019 წლიდან დღემდე საქართველოში 4-5-ჯერ გაიზარდა მოცვით განაშენიანებული ტერიტორიები და შესაბამისად კონკურენციაც. შეიცვალა ტენდენციები, ჯიშები... სამწუხაროდ, როცა ჩვენთვის სრულფასოვანი მოსავლის აღების დრო დადგა, ფასები ბაზარზე უკვე საგრძნობლად დაცემული იყო, რაც მცირე მეწარმესთვის არც თუ ისე სახარბიელო პოზიცია აღმოჩნდა.“ - საბა საჯაია.

თუმცა, სებსბერიმ მალევე იპოვა გამოსავალი და წელს პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გააკეთა სათბური, რომლითაც 2 მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ფლობს:

1. მოსავლის რაოდენობის ორმაგი ზრდა

2. კრეფის მომგებიანი დრო

„პროკრედიტ ბანკის დახმარებით გავაკეთეთ სათბური, სადაც ქოთნებში გვექნება მოცვის ნერგები. თუ მიწაზე 1 ჰექტარზე შეგვიძლია დავრგოთ 3300 ნერგი, ქოთნის შემთხვევაში სათბურში 1 ჰექტარზე 7000-მდე ნერგი ეტევა. ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა ჩვენთვის, როგორც მცირე ზომის მეურნეებისთვის, რომლის ტერიტორიები ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე მსხვილი ექსპორტიორების პლანტაციები. გარდა ამისა, სათბურს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა: აქ კრეფა უფრო ადრე იწყება და ჩვენ მოსავალს ვიღებთ მაშინ, როდესაც ბაზარე ფაქტობრივად არ არის ქართული მოცვი. როცა გაქვს მოსავალი როგორც ღია გრუნტზე, ისე სათბურში, მოსავლიანობის პერიოდი დიდია - შედეგად ვახანგრძლივებთ გაყიდვების სეზონსაც.“

სათბურებში მოცვის კულტივაცია არა მხოლოდ სებსბერის გაყიდვებს, არამედ ქართული მოცვის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. სათბურში ადრეულ ეტაპზე აღებული მოსავალი საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში კრეფის სტანდარტულ სეზონამდეც ადგილობრივი მოცვი გაიყიდოს.

„საქართველოს უნიკალური კლიმატური პირობები აქვს მოცვისთვის. როდესაც ჩვენ ვიწყებთ მოცვის კრეფას, ამ დროს ევროპის არცერთ ექსპორტიორ ქვეყანაში არ არის ეს კენკრა. სათბურებით კი იმპორტირებულ მოცვსაც შეგვიძლია დიდი კონკურენცია გავუწიოთ. ამიტომ, წინ დიდი გეგმები გვაქვს. ვფიქრობთ სათბურის დამატებას, თუმცა ვცდილობთ პროცესებს გეგმაზომიერად მივყვეთ, დავაკვირდეთ საბაზრო ტენტენციებს, ახალ ჯიშებს, მივიღოთ მეტი გამოცდილება და გავზარდოთ ცოდნა სოფლის მეურნეობის ამ დარგში, რაც საშუალებას მოგვცემს სწორად და ეფექტურად ავითვისოთ დიდი პერსპექტივები.“

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე