მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში 1200 სკოლის დირექტორს ხელფასი გაეზრდება, - ამის შესახებ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”; გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.;
შეხვედრაზე “განათლების პროფესიული სინდიკატისა” და “განათლების ლიდერთა ლიგის” წარმომადგენლებმა დასვეს საკითხები ე.წ. მინუსიანი ვაუჩერის მქონე სკოლის დირექტორებისთვის ხელფასის გაზრდის შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო მუშაობს და ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება, 2010 წლის აპრილიდან ეს საკითხი მოგვარდეს. 1200 სკოლის დირექტორს, რომელთაც ხელფასი საშუალოდ 130 ლარი აქვთ,;; ხელფასები გაეზრდებათ.
დიმიტრი შაშკინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რაოდენობით მოიმატებს დირექტორების ხელფასები.
დღევანდელ შეხვედრას 500-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა.;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"