საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა იწყება

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა იწყება. ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის ცენტრის პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა.

;მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ბიომეტრული პასპორტებისთვის საჭირო ტექნიკა: თითის ანაბეჭდის სკანერი, სახის ამოცნობის, ხელმოწერის ნიმუშის აღების, ბიომეტრული პასპორტის ხარისხის შემოწმების აპარატი და საცდელის სახით დაბეჭდილი ბიომეტრული პასპორტი წარუდგინა.

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ვაშაძის განცხადებით, ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივი პასპორტი, რომელსაც დამატებული აქვს ელექტრონულ მატარებელი, ხოლო მასზე დატანილია ინფორმაცია პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ.

;ბიომეტრიული პასპორტების ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ინფორმაცია იქნება დაცული. აღნიშნული ინფორმაცია არ ჩაიწერება ისე, რომ ნებისმიერს შეეძლოს მისი ნახვა.

;როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვისთვის საჭირო აპარატურა უკვე წესრიგშია და 15 აპრილიდან; სამოქალაქო რეესტრი პასპორტების მსურველების განცხადებების მიღებას დაიწყებს. საქართველოში სულ ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში) განთავსდება.

;„ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს გაუმარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. აღნიშნული პროექტი ექვსი მილიონი ევრო დაჯდა, სამოქალაქო რეესტრმა დაფინანსების ნაწილი; ევროკავშირიდან მიიღო“,-განაცხადა ვაშაძემ.

;ბიომეტრიული პასპორტი სახელმწიფოს მისცემს იმის 99%-იან გარანტიას, რომ ქართული პასპორტი არ გაყალბდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის. მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხიც. ბიომეტრული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და იგი 100 ლარი ეღირება.

;ბიომეტრული პასპორტების გაცემის პარალელურად ვადის გასვლამდე ძალაში იქნება დღეისათვის მოქმედი პასპორტებიც. ბიომეტრიული პასპორტების სპეციფიკას და საჭიროებებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO ადგენს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განსაზღვრავს, რა მინიმალური დაცვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მასშტაბის დოკუმენტს.

;ამჟამად ბიომეტრული პასპორტი გამოიყენება ევროკავშირის წევრ; ქვეყნებში, ასევე: ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჰონკონგში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, ეგვიპტეში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყენებში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება