რუსთაველის თეატრი დღეს მსახიობ დავით კვირცხალიას 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დავით; კვირცხალია რუსთაველის თეატრში 1969 წელს მოვიდა და არა ერთი საინტერესო როლი შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია, სალამურა (“სალამურა”), ზაზა ნაკაშიძე (“საბრალდებო დასკვნა”), რომეო (“რომეო და ჯულიეტა”), ვალოდია (“შორაპნელი ქალბატონები”), ლუციუსი (“იულიუს კეისარი”) და სხვა.
მიმდინარე რეპერტუარიდან აღსანიშნავია, მეორე მსაჯული (12 განრისხებული მამაკაცი” რეჟისორი რობერტ სტურუა), ბატონი ბერთულე (“კვერცხი” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანგელოზი (“ვარსკვლავბიჭუნა” რეჟისორი რობერტ სტურუა).
1990 წელს დავით კვირცხალიას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა დღეს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ~12 განრისხებული მამაკაცი~. სპექტაკლის შემდეგ მსახიობს გადაეცემა სპეციალურად მისთვის მირიან შველიძის მიერ შექმნილი საჩუქარი.