ქარხანას” აუქციონზე დღეს გაყიდის.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქარხანა ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მდებარეობს.
ობიექტის საქმიანობის სფერო ღვინის და სხვა სპირტიანი სასმელების დამზადება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაა. მისი საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო წილი საწესდებო კაპიტალში 100 პროცენტს. ქონება რამდენიმე შენობა ნაგებობისგან შედგება, მიწის ფართის სიდიდე 18000 კვ. მ-ია.
საწყისი გასაყიდი ფასი 170 000 აშშ დოლარს შეადგენს. აუქციონი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 1 ივლისს ჩატარდება.