პრეზიდენტმა ბათუმელ XII კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს მედლები პირადად გადასცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს შეხვდა.ბათუმს წელს 41 ოქროსა და 74 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.
პრეზიდენტმა ოქროს მედლები 41 წარჩინებულ კურსდამთავრებულს პირადად გადასცა. დღესვე ვერცხლის მედლებით 74 კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ოქროსა და ვერცხლის მედლებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და იგი იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებებით გამოირჩევიან.
კურსდამთავრებულთა პატივსაცემად ბათუმში საზეიმო მსვლელობა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა. ღონისძიება ჯგუფ "მგზავრების" კონცერტით დასრულდა.
ბათუმში 20 საჯარო სკოლა და 16 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 2010 წელს სკოლა 2000-მდე მოსწავლემ დაამთავრა.

























