ოფისშიც გროვდება.
როგორც ~ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განუცხადა, დღეს ნინო ბურჯანაძის ფონდიდან 3 ტონა საკვები პროდუქტები იქნა მიტანილი. მათ შორის არის ბურღულეული, მარცვლეული და სხვა პროდუქტები, რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ დევნილებს დაურიგდებათ.
ნინო ბურჯანაძის ფონდიდან ჰუმანიტარული ტვირთი საკვები პროდუქტების სახით საპატრიარქოშიც გაიგზავნა.
ნინო ბურჯანაძის ფონდში აღნიშნული ტვირთი მიაქვთ მოსახლეობას და ბიზნესმენებს, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ.