ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგო დამონტაჟდა
ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგო დამონტაჟდა.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობდა. იგი ქალაქ ყვარელში ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს დამონტაჟების პროცესს დაესწრო. ავტომატური მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებები საქართველოში პირველად ყვარელში დაინერგა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგუშაგო მეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოებით, სათანადო პროგრამული და სატელეკომუნიკაციო საშუალებებითაა აღჭურვილი და ჩვეულებრივი, არაავტომატური საგუშაგოსგან განსხვავებით, მონაცემების დროში უწვეტად ეროვნულ სააგენტოში დაუყოვნებლივ გადაცემის საშუალებას იძლევა.
გაზომილი მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ შესაბამისი გაფრთხილებების დროულად მომზადებას და ამ მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ან შერბილებას.
"საქართველოს ყველა რეგიონში დავიწყეთ ავტომატური ელექტროსადგურების დამონტაჟება, რაც პრაქტიკულად რეალურ საშუალებას გვაძლევს, ამინდის ზუსტი პროგნოზი ყველა რეგიონში გვქონდეს", _ აცხადებს გოგა ხაჩიძე.

























