ფესტივალი "არტგენი" ხვალ წინანდალში გაიხსნება

ფესტივალი "არტგენი" ხვალ წინანდალში გაიხსნება.

ფესტივალს წარმოგიდგენს ჯგუფი "არტგენი", რომლის მიზანიც ქართული ფოლკლორის ადა ძირძველი ტრადიციების მოძიება - პოპულარიზაციაა. წლევანდელი ფესტივალი ქართულ ენასა და დამწერლობას ეძღვნება.

სახალხო ფესტივალი დაიწყება პერმანენტული ექსპედიციებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ხოლო დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.

"არტგენი 2010" წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 12:00 საათზე გაიხსნება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალზე თავს მოიყრიან ფოლკლორის, რეწვისა და ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ოსტატები აღმოსავლეთ საქართველოდან.

16-20 ივნისს მოეწყობა ერთ კვირიანი ტურისტული ლაშქრობა, რომელიც დაიწყება სამცხე-ჯავახეთიდან და დასრულდება ზემო რაჭაში. ლაშქრობის პროგრამაში შედის ისტორიული ძეგლების დათვალიერება, კონცერტები, გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები.