ბათუმში "საქართველოს თავდაცვის კონფერენცია" გაიხსნა

ბათუმში "საქართველოს თავდაცვის კონფერენცია" გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში შექმნილ რეალობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტებს.

2-დღიან კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ელჩები, სამხედრო ატაშეები.