ჟინვალის წყალსაცავთან ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა იწყება
20 ივნისს არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავთან, საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, საძირკველი ჩაეყრება ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობას. საქველმოქმედო პროექტს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, მშენებარე ეკლესია ანალოგი იქნება XI-XII საუკუნეებში ნაგები ჯვართამაღლების, იგივე ჯვარპატიოსნის ეკლესიისა, რომელიც 1985 წელს, ჟინვალის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდგომ წყლის ქვეშ მოექცა.
ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობის დაწყებას წილკნის ეპარქიის მიტროპოლიტი ზოსიმე აკურთხებს. ცერემონიალს დაესწრებიან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიება 13.00 საათზე დაიწყება.

























