ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დასრულდა

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი ~კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრებიან და ახმეტის რაიონში მდებარე ჭაბურღილ შუაგორა №2-ს მოინახულებენ.

სოფელ ქისტაურში გამრიცხველიანების სამუშაოები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თანამედროვე ტიპის ევროპული ინდივიდუალური მრიცხველები სოფელში მცხოვრებ 690 აბონენტს დაუმონტაჟდა, მოწესრიგდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები.

~კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესს ახმეტის რაიონში ქისტაურის შემდეგ სოფელ ოჟიოში გააგრძელებს, ერთ თვეში 276 აბონენტი ინდივიდუალური მრიცხველით აღიჭურვება.

ამ დროისთვის კომპანია გამრიცხველიანებას რეგიონის 12 სოფელში ახორციელებს. მთლიანდ კახეთში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი 2013 წლის ბოლოს დასრულდება.